გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვალერიან ბუგიანიშვილის განცხადებით, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

მისივე აღნიშვნით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებას შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში შეაფასებს. აღსანიშნავია, რომ ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდებოდა პატიმრობის გირაოთი შეცვლა.