“კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია”

კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მარინა ეზუგბაია აკეთებს.

„დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება. დაგვემატა კვლავ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 120 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, შემოტანილი შემთხვევებია.

ჩვენს ცენტრში გუშინ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა მოთავსდა, ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი გახლავთ, აზერბაიჯანიდან შემოსული, მოქალაქეც აზერბაიჯანელია. ჩვენს ცენტრში 1 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე 24 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. არც ერთ ახალ პაციენტთან დაავადების პროგრესირებას ადგილი არ ჰქონია, მათი მდგომარეობა არ დამძიმებულა, შენარჩუნებულია მათი ზოგადი მდგომარეობა კვლევებითაც. საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები გვყავს”, – აღნიშნავს ეზუგბაია.