საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 2-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 2-ით გაიზარდა და 926 გახდა. ამასთან, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა ოდენნობა 6-ით და 791 შეადგინა. ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში 120 აქტიური ქეისია.

საკარანტინო სივრცეში 2 819 ადამიანია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში – 230 პირი.

შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდ ინფექცია 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.