გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს ბრალი წაუყენეს

19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს, არჩილ გიგნაძეს, ოფიციალურად ბრალი წაუყენეს.

“ის არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩავიდა მცხეთაში, თუმცა, სულ სხვა მიზნით. მას არცერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ამირხანაშვილს, მას თბილისში წამოყვანა შესთავაზეს და დიდუბეში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვეს”, – აღნიშნავს სპორტსმენის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე.