“გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს”

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შს მინისტრის მოადგილე ავრცელებს.

„225-ე მუხლი ნიშნავს ჯგუფურ ძალადობას და მასში მონაწილეობას და ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც ნებისმიერი საგნით, ასევე კონკრეტული საგნების გარეშეც. არაერთი ნივთმტკიცებაა ამოღებული, რომელსაც დეტალურად ვერ ჩამოვთვლი. შეიძლება დაკავებულთა წრეც გაიზარდოს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას, ექსპერტიზის დასკვნას და გარდაცვალების მიზეზს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ სისხლის სამართლის საქმეში და შესაბამისად, თუ დამატებით გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა, ბუნებრივია ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი და ყველას ქმედებას მივცემთ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. მას შემდგომ, რაც განხორციელდა 17 პირის დაკავება, ჯერჯერობით მათთან საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები ჩატარებული არ არის, მაგრამ მანამ, ვიდრე განხორციელებოდა დაკავება, უმრავლესი მათგანი არის გამოკითხული და ნაწილი ამ ადამიანებისგან თანამშრომლობს ჩვენთან“, – აცხადებს ვლადიმწე ბორცვაძე.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირებიდან რამდენიმე არასრულწლოვანია.