გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე დააკავეს

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა შორის შავი “ტოიოტა ქამრის” მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან. ადვოკატის განცხადების მიხედვით მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. სავარაუდოა, რომ დაკავებულს სსკ-ის  143-ე მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს – თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.