19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს და მათ შორის წუხელ მცხეთა- მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული თენგო ბარბაქაძეცაა.

17 დაკავებულ პირს შორის ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირიცაა. ის, დღეს, დილის 8 საათზე დააკავეს.

შსს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ჯერ არ აკეთებს.