სუს-ში „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტში მოქმედი გმირები დაიბარეს

სუს-ში „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტში მოქმედი გმირები დაიბარეს.

არკინაზ გულიევასა და ზანურა ტალიბოვას აღნიშვნით, მათ ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 10 ათასი ლარი შესთავაზეს საიმისოდ, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ.

„მთავარი არხის“ აღნიშნულ სიუჟეტს თენგიზ ცერცვაძეც გამოეხმაურა. მან გაჟღერებულ ვერსიას ტყუილი უწოდა და დასძინა, რომ საქართველოს გარდაცვალების საშუალო ევროპული დონის მისაღწევად 30-40 მილიონი ლარია საჭირო.