“სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა მოხდება”

სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა მოხდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აკეთებს.

„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე, დიდი ხნის საკითხი, გახლავთ სასურსათო- საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც რაც თავი მახსოვს სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად ქმნის იდეალურ პირობებს, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“,- აღნიშნავს პრემიერი.