“გიორგი შაქარაშვილის კვალის დაკარგვამდე, კონფლიქტში მისი მონაწილეობის ფაქტი არ გამოკვეთილა”

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის კვალის დაკარგვამდე, კონფლიქტში მისი მონაწილეობის ფაქტი არ გამოკვეთილა.

„გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩატარდა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა ძალადობის მუხლი და დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით“, – აღნიშნავს ბორცვაძე.

ცნობისთვის, ექსპერტიზა კვლავ მიმდინარეობს.