“ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი”, – გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი. ეს ინფორმაცია მათ მივაწოდე და ასევე, არის მეორე წყარო – „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციებს.

მისი აღნიშვნით, მას დაკითხვის პროცესში ძირითადად წყაროზე ეკითხებოდნენ.

„ჩემთვის დაცვა არ შემოუთავაზებიათ. გაბუნიას შესთავაზეს დაცვა, ლოგიკური დასკვნაა, რომ საფრთხე ამოწურული არ არის. რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა გაბუნია, ეს მისი გადასაწყვეტია. მე ჩემი პოზიცია მაქვს“, – აღნიშნა გვარამიამ.

მან დასძინა, რომ ვინაიდან მის ხელთ არსებული ინფორმაცია ზუსტი არ იყო, სუს-ს არაფერი შეატყობინა.

„როგორ უნდა ჩამეყენებინა? სუს-ს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს? ეს ასე არ ხდება. ჯერ ერთი, დაზუსტებული ინფორმაცია არ იყო და მართალი გითხრათ, ჩემ მიერ სარწმუნოდ ბოლომდე არც იყო მიღებული. სუს-ის წყაროებიდან ასეთ ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით ვიღებთ ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-ს არ ვატყობინებთ, რამდენად მართალია, დაგვიდასტურეთო”, – დასძინა გვარამიამ.