„აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს ინფორმაცია”, – გაბუნია

გიორგი გაბუნიას განცხადებით, იმასთან დაკავშირებით რომ, სავარაუდოდ, მისი ლიკვიდირება იგეგმებოდა, ინფორმაციის ორი წყარო ჰყავდა – მისი დაცვის წევრი და ტელეკომპანია “მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია.

„აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს ინფორმაცია, რომელიც მაქვს, რომელიც საკმაოდ მწირია. ორი წყარო მყავდა ინფორმაციის, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა მცდელობას ჩემი სიცოცხლის ხელყოფის და ამაზე იყო კითხვების დროს აქცენტი, რა ინფორმაცია მომაწოდა წყარომ, რამდენად დეტალური იყო, თუ მითხრა ვინ იყო მისი წყარო და ა.შ. იყო აქცენტი იმაზე, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სუს-ისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაც მითხრა გვარამიამ, მაგრამ არა. მე განვუმარტე მოსამართლეს, რომ არ მქონია ამის მცდელობა. იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ვენდობი ნიკა გვარამიას, რომელიც მეუბნება ასეთ ინფორმაციას და პლუს, რომ მეუბნება, რომ წყარო იყო სუს-ი, აზრს კარგავს ისევ სუს-თან წასვლა და ამის შესახებ საუბარი. მეორე წყარო ინფორმაციის არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მე მითვალთვალებდნენ. დიდი ალბათობით დაიბარებენ ალბათ ჩემს დაცვასაც დაკითხვაზე. ორი თვეა დაახლოებით მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ჩემი დაცვა“,- აღნიშნა გაბუნიამ.