„სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა”, – გაბუნია

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან დღეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვის შეთავაზება მიიღო.

„სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა. ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო, არ ვიცი, უნდა გადავწყვიტო რა დამჭირდება. უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს და უნდა შევაფასოთ საფრთხეები რამდენად არსებობს. გაუთქმელობის პირობაზე ხელი არ მომიწერია და შემიძლია თავისუფლად საუბარი.

ვიცი და ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს, ეს შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ რუსეთიდან, რუსეთი ნიშნავს პუტინს და რამზან კადიროვის გავლით თუ მოხდება ეს. რამზან კადიროვის მიღმა რა ხდება, არ ვიცი. ჩვენ ვიცით, რომ რამზან კადიროვი ამას პირადად არ აკეთებს. თუ ვინმეს დაუკვეთავს მკვლელობას, რა თქმა უნდა, ამას რაღაც დაჯგუფება აკეთებს,“- აღნიშა გაბუნიამ.