საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა დასახელდნენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა დასახელდნენ. კანდიდატებს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრის კენჭს.

შეგახსენებთ, სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას ზაზა თავაძე იკავებდა, მას თავმჯდომარეობის ვადა უკვე ამოეწურა.