ცინარიძე დუმილის უფლებას იყენებს

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა დავით ცინარიძემ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს განუცხადა, რომ ის დუმილის უფლებას გამოიყენებს.

„ბატონო მოსამართლე, დუმილის უფლებას გამოვიყენებ“, – აღნიშნა ცინარიძემ.

აღნიშნული პასუხი მან გასცა კითხვაზე, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ.