გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

დღეს, სუს-მა „მთავარი არხის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა ის მისვლას არ აპირებს.

მან აღნიშნა, რომ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას.

“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დიდი ნდობა გამოძიების ვერ გექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედი მაქვს, რადგან სხვა ქვეყანაც, უკრაინაც არის ამ პროცესებში ჩართული, მათ ნაკლებად მიეცემათ საშუალება, რომ ისეთი მიმართულება მისცენ ამ ყველაფერს, როგორიც თვითონ უნდათ. მოუწევთ რეალური მიმართულებით წარმართვა”,- აღნიშნა გაბუნიამ.