“რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, არის არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილი”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ის კლება, რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, არის არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილი.

მისივე აღნიშვნით, არსებული სიტუაცია გლობალურია.

„წლევანდელი წელი და ის სტატისტიკა, რაც წლევანდელი წლის პირველი კვარტალს ან პირველ ოთხ თვეს ასახავს, ეს არ არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. მთელ მსოფლიოში ხდება გლობალური ეკონომიკის შემცირება, ვარდნა, რა თქმა უნდა, აისახება ინვესტორების განწყობაზე არა საქართველოს მიმართ, არამედ ზოგადად ინვესტიციების მიმართ, როდესაც გაურკვევლობა არის მსოფლიო ბაზრებზე ინვესტიციის შესახებ და ახალი პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უფრო რთული ხდება. აქედან გამომდინარე, ის კლება, რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, ეს არის არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილი. რაც შეეხება იმას, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2021 წელი იყოს ინვესტიციების ხარჯზე მზარდი წელი, ჩვენ ამისთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტრო და მათ შორის ჩვენ ისეთი ბერკეტები გვაქვს, როგორიც არის ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, სადაც არის მთელი მიმართულება უცხოური ინვესტიციის მოზიდვის ახალი სტრატეგიის“, – დასძომა თურნავამ.