“მიმდინარე წელს პროგნოზირებულია ექსპორტის 6%-ზე მეტით შემცირება”

მიმდინარე წელს პროგნოზირებულია ექსპორტის 6%-ზე მეტით შემცირება, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აკეთებს.

„გაურკვევლობა არის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, ვიხილავდით რამდენიმე სცენარს, თუმცა რაზეც დღევანდელი მონაცემები გვაძლევდა საშუალებას რომ ჩამოვყალიბებულიყავით, ეს არის 4%- იანი ეკონომიკური შემცირება, რაც სამწუხაროდ 2020 წელს იქნება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეკონომიკური შემცირება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. მათ შორის, ექსპორტის მაჩვენებლის შემცირება მოსალოდნელია 6%-ზე მეტით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თითქმის გაგვიორმაგდება და 10%-ს გადააჭარბებს. მნიშვნელოვნად შემცირდება ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლები. საგადასახადო შემოსავლები მხოლოდ 1.5 მილიარდი ლარით იქნება შემცირებული წელს. საბიუჯეტო დეფიციტი 2.5 % – დან გვეზრდება 8.5 – % მდე და ჩვენ მომავალ წლებში პოსტ-კრიზისული გეგმის ფარგლებში აუცილებელი იქნება დეფიციტი დავაბრუნოთ იმ ნიშნულზე, რომელიც ფისკალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება შემოსავლების შემცირებას, პანდემიით გამოწვეული დანაკლისი ნაერთ ბიუჯეტში 1.8 მილიარდი ლარია. 2020 წელს დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 13.7 მილიარდი ლარი იყო, რეალურად მივიღებთ 10.9 მილიარდი ლარის ოდენობით შემოსავალს. მათ შორის ყველაზე დიდი დანაკლისებია საგადასახდო შემოსავლები 1.5 მილიარდი ლარის ოდენობით, სხვა შემოსავლების ნაწილში გვაკლდება 137 მილიონი ლარი აქ შედის როგორც სათამაშო ბიზნესის ნაწილი, ასევე ბუნებრივი რესურსების გამოყენების შემცირება და სხვა მიმართულებები. პრივატიზაცია 80 მილიონი ლარით არის შემცირებული და ასევე სესხების დაბრუნების მაჩვენებელი 40 მილიონი ლარით გვაქვს შემცირებული,”- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.