იმ კომპანიერბს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო გვერდში დაუდგება

საქართველოს პრემიერის განცხადებით, იმ კომპანიერბს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო გვერდში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით.

„დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში ეს ეხება საკრედიტო საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცლვილებას, ეს გახლავთ ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს, ბიზნესს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომაროებს შემდეგში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდურობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა”, – განაცხადა გახარიამ.