აპრილში, საქართველოს ეკონომიკის 16.6%-იან კლებაში ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობამ შეიტანა

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, აპრილში, საქართველოს ეკონომიკის 16.6%-იან კლებაში ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობამ შეიტანა.
„მშენებლობის სექტორში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად გამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ისე სამოქალაქო და სპეციალიზირებული სამუშაოების შემცირებასთან. ასევე, 34%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი. 65%-ით შემცირდა ცემენტის და კლინკერის იმპორტი. ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით და მისი დეტალებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთან. 87%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. 27%-ით შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი,“- აღნიშნა თოდრაძემ.