ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მლნ ევროს დახმარება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მლნ ევროს დახმარება დაამტკიცა. აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ცნობისთვის, საქართელოსთან ერთად დახმარებას მიიღებს 10 ქვეყანა. ყველაზე დიდი ოდენობით თანხას კი უკრაინა მიიღებს. აღნიშნულ ქვეყნებს შორისაა: ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, ტუნისი და ალბანეთი.