მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 42.3%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 42.3%-ით შემცირდა, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ცნობისთვის, 2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი, რაც 58.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთანავე, 2020 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.7%-ით ნაკლებია.