ქვეყანაში უნდა არსებობდეს ყველა ტიპის ტესტი, – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ყველა ტიპის ტესტი.

გამყრელიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„COVID-19 -ის დიაგნოსტიკაში დღეს მსოფლიოში მხოლოდ ვალიდირებული და რეკომენდირებულია მოლეკულურ ტექნოლოგიაზე დამყარებული ტესტები, ანუ PCR ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტები. ამიტომ თავდაპირველად ეს ტესტები იანვარ-თებერვალში იყო ე.წ. თვითნაკეთი, ანუ ლაბორატორიები თვითონ აწყობდნენ ამ ტესტებს და ამის შემდგომ უკვე თებერვლის დასაწყისში მთელმა რიგმა კომპანიებმა დაიწყეს PCR ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტების სერიული გამოშვება და ეს თანდათანობით ფართოვდება. მათი რეგისტრაცია ქვეყნებში ხდება იმ კანონმდებლობის მიხედვით, რაც ქვეყნაში დადგენილია. ჩვენ მაგალითად მოგიყვანთ, რომ C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობის დროს ვახდენდით მთელი რიგი სწრაფი ტესტების ვერიფიცირებას და ასევე ვალიდაციას, რაც რთული პროცესია. ამ შემთხვევაში, PCR ტესტები ძირითადად წამყვანი კომპანიების დროს, რეგისტრირდება მათი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. მოჰყვება რთული და მრავალმხრივი დოკუმენტაცია, მათ შორის იმ ქვეყნებში წარმოებული ვერიფიცირების და ვალიდაციის დოკუმენტაცია , რაც თან არ ახლავს და ნაკლებად არის ხოლმე სწრაფი ტესტების დროს. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ყველა ტიპის ტესტი, მაგალითად, ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები, რომლების წარმოებაც რამდენიმე წამყვანმა კომპანიამ დაიწყო . ეს ყველაფერი კარგადაა გაწერილი ტესტირების ალგორითმში , რომელმაც უკვე ორჯერ განიცადა ცვლილებები და დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით. ძირითადად ტესტირება ქვეყანაში დამყარებულია PCR ტექნოლოგიებზე , ასევე გარკვეულ ჯგუფებში სწრაფი ტესტებით, მაგრამ ამ ტესტებით მიღებული შედეგი უნდა გადამოწმდეს PCR ტექნოლოგიებით. ამიტომ ის რასაც დღეს ვაკეთებთ დიაგნოსტიკისთვის და უკვე 33 000 PCR ტესტია ქვეყანაში ჩატარებული და 647 დადებითი შემთხვევაა, ყველა ეს შემთხვევა დადასტურებულია PCR და არა სწრაფი ტესტებით“,- აცხადებს გამყრელიძე.

მსგავსი სტატიები