ტესტების შეძენისას სამინისტრო სარგებლობს რამდენიმე ფაქტორით, – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ტესტების შეძენისას სამინისტრო სარგებლობს რამდენიმე ფაქტორით.

„რეგისტრაცია არის ფილტრი იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ მწარმოებელი ქვეყანა, ვიცოდეთ ასევე აქამდე ისტორიულად ხარვეზი ხომ არ აღინიშნებოდა ტესტის საქმიანობაში. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მსოფლიო ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ქვეყნებს ტესტების შესყიდვაში, გამოსცემენ სანდო მიმწოდებლების ნუსხას და ეს არის ჩვენთის ვერიფიკაციის წყარო, რომ ვიცოდეთ, რომ ტესტი მაღალი ალბათობით იქნება სარწმუნო.

რა თქმა უნდა, ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ყველა შესასყიდი ტესტის ვალიდაცია გავაკეთოთ ჩვენ. არც შესყიდვის პროცედურაში არ არის ამგავრი მოთხოვნა და უბრალოდ, ტექნიკურად ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელი იქნება,“- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სტატიები