მეთოდი, რომელიც პლაზმით მკურნალობას მოიცავს, ერთ კოვიდინფიცირებულ პაციენტზე უკვე წარმატებით გამოიყენეს, – გამყრელიძე

მეთოდი, რომელიც პლაზმით მკურნალობას მოიცავს, ერთ კოვიდინფიცირებულ პაციენტზე უკვე წარმატებით გამოიყენეს, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მან დასზინა, რომ აღნიშნული მეთოდი ფართომასშტბიანი არ არის.

„პლაზმით მკურნალობის პრინციპი მედიცინაში არახალია, ანუ ის სხვადასხვა დაავადების დროს არის გამოყენებული. ეს არ არის ფართოდ გაყენებადი მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ თქვენ გამოიყენოთ 100, 200, 1000, 2000 და 3000 ავადმყოფზე, თუ ასეთი გეყოლებათ. ეს არის მთელ რიგ შემთხვევებში და მას აქვს ჩვენებები, როდის უნდა გამოიყენო მძიმე ავადმყოფებში. მე როგორც ვიცი, საქართველოში ეს მეთოდი დამუშავებულია თენგიზ ცერცვაძის ჯგუფის ხელმძღვანელობით და მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ერთ ავადმყოფზე ეს უკვე წარმატებით არის ჩატარებული. შესაძლებელია, ეს პროტოკოლში შევიდეს და ალბათ, უნდა შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მეთოდი, სხვა მეთოდებთან ერთად, კოვიდ-19-ის მქონდე ადამიანთა სამკურნალოდ, მაგრამ მას ვერ ექნება ფართომასშტაბიანი გამოყენება იმიტომ, რომ რესურსები შეზღუდულია,“- აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი სტატიები