ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მის მიღებას შევძლებთ

ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მის მიღებას შევძლებთ, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას არჩილ თალაკვაძე აკეთებს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საგანაგებო მდგომარეობის გაგრძელება არ დაგვჭირდეს, თუმცა ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციასა და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამსახურები მოგვცემენ. ნებისმიერ შემთვევაში, ის დღისწესრიგი და ამოცანები, რაც პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ჰქონდა, ივნისის ბოლომდე ან ივლისის შუა რიცხვებამდე აუცილებლად ბოლომდე მივა. ასე, რომ პარლამენტი თავის დასახული გეგმას შეასრულებს, იქნება ეს საკანონმდებლო თუ საზედამხედველო მიმართულება. ძირითადად, ეს იქნება ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ერთი ეს არის კოვიდპანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები, კრიზისული და პოსტკრიზისული პერიოდის პროგრამები, მათ შორის ზედამხედველობის და შეფასების ნაწილი და მეორე პრიორიტეტი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა. ჩვენ ვიმუშავეთ ამაზე სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ონლაინ რეჟიმში სამუშაო შევხევდრები, ასე რომ თითქმის ყველა დეტალი და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი შეთანხმებულია. ვფიქრობ, რომ ამ სესიაზე, როგორც დავპირდით საზოგადოებას, ამ ცვლილებების კენჭისყრაზე გამოტანას და მის მიღებას შევძლებთ. იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით სრული ჩართულობა იქნება,“ – აღნიშნა თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები