პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მოკლე დროში აუცილებელია.

“მნიშვნელოვანია ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რაზეც ირაკლი კოვზანაძე მუშაობდა მთვრობასთან ერთად. ეს არის ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც უკვე შემოსულია და ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოგვიწევს მუშაობა. აქ არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ღონისძიებები, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში შევიმუშავეთ. მათ შორისაა 750 ლარამდე შემოსავლის მქონე ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან. ასეთი ტიპის შეღავათები არის არაერთი ამ პაკეტში და გთხოვთ მოკლე დროში, მაგრამ, ასევე დეტალურად განვიხილოთ და დროულად მივიღოთ ეს ცვლილებები,” – აღნიშნავს თალაკვაძე.

მსგავსი სტატიები