ჩვილებსა და ქალებზე თავდასხმა სრული ბოროტებაა, – პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ქაბულის სამშობიარო საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის კომენტირებისას აღნიშნა, რომ უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმა მიუტევებელია, თუმცა ჩვილებსა და ქალებზე თავდასხმა სრული ბოროტებაა.

მან ასევე ავღანეში დაკრძალვის ცერემონიისას აფეთქებაც დაგმო, რომლის დროსაც დაიღუპა 26 ადამიანი, ხოლო დაშავდა 68.

„ტერორისტები, რომლებიც დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილე ადამიანებს ესხმიან თავს, მიზნად ისახავენ, დაარღვიონ კავშირები, რაც ოჯახებსა და საზოგადოებებს აკავშირებენ, მაგრამ ისინი წარმატებას ვერასდროს მიაღწევენ,“- აღნიშნა პომპეომ.

ცნობისთვის, გუშინ სამი შეიარაღებული პირი ქაბულში მდებარე სამშობიარო საავადყოფოს დაესხა თავს, რის შედეგადაც 14 ადამიანი, მათ შორის 2 ახალშობილი, დაიღუპა, 15 კი -დაიჭრა.

მსგავსი სტატიები