ამ დროისთვის საქართველოში 264 ინფიცირებული პირია

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისად, ინფიცირებულთა ოდენობა 647-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელებულთა ოდენობაც გაიზარდა, კერძოდ, 23 პირით, გა ჯამურმა ოდენობამ 372 პირი შეადგინა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში 264 ინფიცირებული ადამიანი გვყავს.

საკარანტინო რეჟიმში 4 373 ადამიანია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში 386 პირია.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სტატიები