ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს შეძლებს უფასოდ მიწის რეგისტრაციას, – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, ის შეძლებს უფასოდ მიწის რეგისტრაციას.

მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ სპორადული რეგისტრაციის რეფორმა, ეს არის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მსხვილ საკანონმდებლო პაკეტს მოიცავდა, რომელიც პროაქტიულად იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა ბლოკის მუშაობას განაპირობებდა იმისთვის, რომ არქივიდან მოძიებულიყო ინფორმაცია უფასოდ, რეგისტრაცია ყოფილიყო უფასო და ა.შ. ეს რეფორმა დღესაც ძალაშია, მთავრობამ გაახაგრძლივა და ფაქტობრივად, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, ის შეძლებს უფასოდ მიწის რეგისტრაციას. წლის განმავლობაში პროექტი გრძელდება და წლის ბოლოსაც რომ მოახდინოს ფერმერმა რეგისტრაცია, ის ამ შეღავათს მაინც მიიღებს, მომავალ წელსაც რომ გადავიდეს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მსგავსი სტატიები