ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარების მიზნით 20 მაისინდა უნდა მიმართონ, – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარების მიზნით 20 მაისინდა უნდა მიმართონ. აღსანიშნავია, რომ დახმარება დაახლოებით, 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება.

“ფერმერებს შეეძლებათ, რომ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან და ესეც არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, საგაზაფხულო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ყველა ეს დახმარება შეეხება დაახლოებით 200 000 ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სტატიები