რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 10 899 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 10 899 ადამიანი დაინფიცირდა და ინფიცირებულთა ჯამურმა ოდენობამ 232 243-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 107 მსხვერპლი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რუსეთში კორონავირუსისგან 43 512 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სტატიები