კორონავირუსით ინფიცირებული 1 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია, – ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 1 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. ცნობისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს, მათგამ სამს კი მძიმე პნევმონია აღენიშნება.

“პირველად, უკვე დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს. 1 ახალი შემთხვევაა, რომლის კონტაქტები მოძიებულია, 4 კონტაქტია სულ. ახალი ინფიცირებულის წყარო უცნობია, საკარანტინე სივრციდან არის, თუ არ ვცდები, მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი. ჩვენთან 37 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, გუშინ გვყავდა 40, გაეწერა 3 გამოჯანმრთელებული. უკვე 90 გამოჯანმრთლებული ჰყავს ჩვენს ცენტრს. კრიტიკული პაციენტის სტაბილიზირება უკვე მიღებულია, სულ რამდენიმე დღის შეფასება გვჭირდება მისი კლინიკური მდგომარეობის და ასევე ლაბორატორიული მონაცემების და შეჯერების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, სტაბილიზირების შედეგად დაიწყება თუ არა გამოჯანმრთელება და პროგნოზირება როგორია. ამ ეტაპზე პროგნოზირება ძალიან რთულია, ჯერ შეუძლებელია, მაინც მონიტორინგს და დაკვირვებას საჭიროებს. გარდა ამ 1 კრიტიკული პაციენტისა, 3 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს და იმედია, რამდენიმე დღეში ისინიც აღარ იქნებიან მძიმე პაციენტები”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სტატიები