ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება, – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება.

„ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ჩვენ დღეს შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს და მადლობას შევსწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამისთვის იყო განჩინება დაწერილი ჩემ მიერ, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვედრილობის. მთელი კვირის განმავლობაში ქართველი ერი იზეიმებს ამ დიდ დღესასწულს. დალოცვლი იყავით, გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – ბრძანა პატრიარქმა.

ცნობისთვის, საქართველოს წილხვდომილობის – იმედის დღესთან და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.

მსგავსი სტატიები