დოკუმენტში ასახულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება ასახულიყო აღნიშნულ დოკუმენტში.

მისივე აღნიშვნით, „ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ადასტურებს როგორც პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს“.

მინისტრმა დასძინა, რომ დოკუმენტში ასახულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი.

„რაც ყველაზე მთავარია, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის და ჩვენ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე მიღებული საბოლოო დეკლარაცია იქნება ყოვლისმომცველი და დაფარავს ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა ძირითად მიმართულებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი სტატიები