ინფიცირების დინამიკამ საქართველოში მკვეთრად იკლო, – ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, დღეს, კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს. აღნიშნულ განცხადებას ლევან რატიანი ავრცელებს.

მან დასძინა, რომ დინამიკამ საქართველოში მკვეთრად იკლო.

„ბოლო რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევა არ მიგვიღია და ეს ძალიან გვახარებს. იცით, რომ რეანიმაციაში გვყავს 3 პაციენტი, აქედან ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა , ორი კი გამარტივებულ ხელოვნურ ვენტილაციაზე, დადებითი დინამიკით. ამ პაციენტებთან, არცერთთან არ დასტურდება კოვიდინფექცია. განყოფილებაში არსებული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით ტესტირების შედეგებს.

დაახლოებით, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი და კლინიკას კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს. იმედია ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნა რატიანმა.

მსგავსი სტატიები