საქართველოში კორონავირუსს კიდევ 1 პირი ემსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-11 ადამიანი გარდაიცვალა. ირკვევა, რომ ის 81 წლის მამაკაცი იყო და ბათმის „მედალფაში“ მკურნალობდა. ცნობისთვის, მანამდე აღნიშნული მამაკაცის მეუღლე კორონავირუსს ემსხვერპლა.

“81 წლის მამაკაცი, ინსულტგადატანილი, ნევროლოგიური პრობლემებით და თანმხლები ქრონიკული დაავადებებით დღეს გარდაიცვალა. მამაკაცი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ერთი თვის განმავლობაში კლინიკა “მედალფაში” მკურნალობდა. პაციენტის თანმხლები დაავადებების გამო, სამწუხაროდ, ეს შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. კლინიკაში შემოყვანიდან შემდგომ დამძიმდა მისი მდგომარეობა, 10 დღის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა”,- აღნიშნავენ კლინიკაში.

მსგავსი სტატიები