“8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში”, – გახარია

საქართველოს პრემიერმა ჟურნალუსტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მისთვიუს კატეგორიულად მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში, საერთოდ 8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა მიიღეს პირდაპირი მონაწილეობა, როგორც ფასილიტატორებმა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საერთოდ საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს შეთანხმდნენ, ეს იმდენად მნიშვნელოვანია ხარისხობრივი სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომლის ირგვლივაც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. პერსონალურად ჩემთვის პროპორციული სისტემა და პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული სისტემა, რომლითაც ჩვენ წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, ჩემთვის პერსონალურად, ჩვენი გუნდისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა. ამ შეთანხმების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ვერც წარმომიდგენია, ვთვლი, რომ ეს არის უბრალოდ შეუძლებელი”, – აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი სტატიები