დღეიდან, თბილისისდან შესვლასა და გასვლაზეე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა

დღეიდან, 11 მაისიდან,  თბილისისდან შესვლასა და გასვლაზეე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა.

“ეს ეხება როგორც მარნეულს, ასევე დანარჩენ რეგიონებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია, უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება სწრაფად და ეფექტურად მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე პასუხისმგებლიანად უდგებოდნენ ამ შეზღუდვებს, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ასევე გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის და სრული გამარჯვებისთვის გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა,” – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სტატიები