ინფიცირების 635 და გამოჯანმრთელების 309 შემთხვევა საქართველოში

საქართელოში, კორონავირუსის შემთხვევებმა 24 საათის განმავლობაში 9 პირით მოიმატა და 635 ადამიანი შეადგინა. ამასთანავე, ვირუსისგან განიკურნა 12 ადამიანია, და გამოჯანმრთელებულთა ჯამურმა ოდენობამ 309 შეადგინა. საკარანტინო რეჟიმში 4 717 ადამიანია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში 444 პირია.

შეგახსენებთ, კორონავირუსს ქვეყანაში 10 პირი ემსხვერპლა.

მსგავსი სტატიები