თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტი არ არის

Facebook
Twitter

ლევან რატიანის განცხადებით, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, დღეს, 1 გამოჯანმრთელებული დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ, მისივე განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ამჟამად პაციენტი არ იმყოფება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 78 პაციენტი გვყავს, აქედან 58 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი გამოჯანმრთელებული ეწერება. დაახლოებით, 11 პასუხს ველოდებით განმეორებით ტესტირებაზე და დღის მეორე ნახევარში ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს – საუბარია სამ პაციენტზე, რომლებიც კორონადადებითი იყვნენ, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ერთი პაციენტი, რომელიც არის 46 წლის, ის აპარატიდან მოხსნილია და თერაპიულ განყოფილებაშია ჩაყვანილი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 2 ახალი შემთხვევა გვაქვს, ველოდებით მათ პასუხებს, პირველადი სწრაფი ტესტებით პასუხი დადებითია და ვნახოთ რა პასუხს მივიღებთ ლუგარიდან. დანარჩენ შემთხვევაში, არანაირი უარყოფითი ჩვენება არც ერთ პაციენტთან არ დასტურდება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა კლინიკამ რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, 154 დადასტურებული შემთხვევა მიიღო, აქედან 95 პაციენტი გვყავს გაწერილი, რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული არ გვყავს“, – აღნიშნა რატიანმა.

მსგავსი სტატიები