რუსეთი ცდილობს აამაღლოს იოსებ სტალინის როლი, რომ გაამართლოს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არსებული აგრესია

Facebook
Twitter

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს აამაღლოს იოსებ სტალინის როლი, რომ გაამართლოს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არსებული აგრესია.

„ეს ემსახურება, რომ მიბაძონ საბჭოთა რეჟიმს, შექმნან გარე მტრის იმიჯი და გაამართლონ თავისი აგრესია ისეთი მეზობლების მიმართ, როგორიცაა საქართელო და უკრაინა, აწარმოონ ჰიბრიდული ომი კიდევ სხვა მრავალ სახელმწიფოსთან“,- განაცხადა კულებამ.

მისივე განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ მეორე მსოფლიო ომზე მეტი ხანია გრძელდება.

„ისტორიული ჭეშმარიტების უგულვებელყოფა და მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობით მანიპულირება გვაიძულებს გავიხსენოთ რა ხდებოდა ევროპაში 1930-იან წლებში. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ვისწავლოთ“,- დასძინა კულებამ.

მსგავსი სტატიები