„ყველა იმ ადამიანს, ვინც ამბობს, რომ არ დაემორჩილებიან კანონს, პოლიცია გასცემს შესაბამის, კანონის ფარგლებში, პასუხს

Facebook
Twitter

გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მასშტაბურ აქციას გამართავენ. აღნიშნულ საკითხს გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველას, ვინც ამბობს, რომ კანონს არ დაემორჩილება, კანონიერ პასუხს პოლიცია გასცემს.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ამბობს, თან გამომწვევად, რომ არ დაემორჩილებიან კანონს, რა თქმა უნდა, პოლიცია გასცემს შესაბამის, კანონის ფარგლებში, პასუხს. არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პოლიციას, რომ შესწევს ძალა, კანონის დარღვევას უპასუხოს ლეგიტიმურად და ისე, რომ თან გამოავლინოს საკმაოდ დიდი ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე”, – განაცხადა გახაირამ.

მსგავსი სტატიები