უკრაინიდან საქართველოს ელჩს გამოიწვევენ, თუმცა ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები ან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება

Facebook
Twitter

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინიდან საქართველოს ელჩს გამოიწვევენ, თუმცა ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები ან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება.

მისივე განცხადებით, ელჩის გამოძახება და კონსულტაცია უნდა შედგეს საკითხზე, თუ „როგორ დაიცვან ავანტიურისტებისგან უკრაინასთან ურთიერთობები“.

„საქმე არის შემდეგში, რა თქმა უნდა, ქართველები და უკრაინელები ვართ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ გვაკავშირებს ბევრი წლების თანამშრომლობის ისტორია. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ძმობას კითხვის ნიშნის ქვეშ ცალკეული აღებული, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო არ დავაყენებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ, ან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ელჩს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოვიწვევთ, რომ კონსულტაციები გავიაროთ იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები იმ ავანტიურისტებისგან, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული ურთიერთობები და ძმური ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სტატიები