ევროპის საბჭოს მინისტერიალი, რომელიც მაისში უნდა გამართულიყო, ნოემბერში ჩატარდება, – დავით ზალკალიანი

Facebook
Twitter

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, რომელიც მაისში უნდა გამართულიყო, ნოემბერში ჩატარდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა განცხადება.

„იცით, რომ 15 მაისამდე ჯერ კიდევ ვართ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ჩვენს თავმჯდომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული შეხვედრების პროცესი იყო შეჩერებული ჩვენ განვაახლეთ როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ საქმიანობა. გაკეთდა ერთობლივი განცხადება ევროპის საბჭოს სახელით პანდემიასთან დაკავშირებით, ასევე განახლდა მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომები საქართველოს თავმჯდომარეობით. ჩვენი ელჩი ადგილზე და მე თბილისიდან დისტანციურად ვმართავდით მუდმივ კონფერენციებს. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება მინისტერიალის ჩატარება ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი, ანუ ვერ მოხერხდება ფიზიკური დასწრება. მაგრამ ის 15 მაისს აუცილებლად იქნება დისტანციურად. მე თბილისიდან ჩავერთვები, შევაჯამებ თავმჯდომარეობას და ბუნებრივია, თავმჯდომარეობა გადაეცემა შემდგომ თავმჯდომარე ქვეყანას, საბერძნეთს. მინისტერიალი ჩატარდება არა მაისში, არამედ ნოემბერში საბერძნეთის თავმჯდომარეობის პირობებში“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მსგავსი სტატიები