„როგორ დიდხანს ელოდნენ ისინი ამას და აი, როგორც იქნა მიიღეს საშუალება ბოღმის ამოფრქვევის”, – დიმიტრი მედოევი

Facebook
Twitter

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,  „მეზობელი საქართველო“ დიდხანს ელოდა როდის დაფიქსირდებოდა ცხინვალში კორონავირუსის შემთხვევა და ეს დღეც დადგა.

„როგორ დიდხანს ელოდნენ ისინი ამას და აი, როგორც იქნა მიიღეს საშუალება ბოღმის ამოფრქვევის. ეს ეხება ადგილობრივ „სამოქალაქო აქტივისტებსაც“, რომლებიც საკუთარ პატრონებთან უნისონში მღერიან. ზღვარს ცდება ის ცინიზმი და სიძულვილი, რომლითაც ქართული მედიასაშუალებები ინფორმაციას ავრცელებენ – გამოჩნდა საერთო თემა ოფიციოზისა და ოპოზიციისთვის, ერთ რაზმად შეიკრიბა ყველა: „ნაცები“ და „მეოცნებენი“, მემარჯვენეები და მემარცხენეები, ლურჯები და ყავისფრები. აი, ესაა რეალური და ერთიანი საქართველო, გაერთიანებული ბოღმაში! ხელები შორს, საკუთარ პრობლემებს მიხედეთ ბატონებო“,- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 11 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი სტატიები