მოგონილი თანამდებობა, რომელიც სააკაშვილს შესთავაზეს, ქართული ხელისუფლებისთვის გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს, – კალაძე

Facebook
Twitter

თბილისის მერი, კახა კალაძის განცხადებით, მოგონილი თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს უკრაინაში, ქართული ხელისუფლებისთვის გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს.

„პირველ რიგში, რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისა და სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად დანიშნულიყო. თუმცა, ეს თანამდებობაც, ასე ვიტყოდი, მოგონილი თანამდებობაც, რომელიც იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, წლებია ჩვენ ძალიან მეგობრული, თბილი ურთერთობები გვაკავშირებს, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენ, როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკარაინის წარმატება და წინსვლა. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი სტატიები