სახელმწიფო საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს, – უკრაინის ლიდერი საქართველოს

Facebook
Twitter

უკრაინული მედიის გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ლიდერი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კონსულტაციაზე გაიწვიოს უკრაინაში საქართველოს ელჩი, შეცდომად მიიჩნევს.

„ჩვენ ქართველ ხალთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მსგავსი კონსულტაციებიისთვის საკუთარ ელჩს არ გამოვიწვევთ, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა საქართველოს მხრიდან“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს.

„რომ არავის ეწყინოს: ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე, უკრაინის პრეზიდენტმა, იგი დავნიშნე პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღსრულების საბჭოს თავმჯდომარედ. სულ ესაა“,- დასძინა ზელენსკიმ.

მსგავსი სტატიები