ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კრიტიკულ პაციენტთან, დღეს, დაავადების პროგრესი არ აღინიშნებოდა

Facebook
Twitter

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კრიტიკულ პაციენტთან, დღეს, დაავადების პროგრესი არ აღინიშნებოდა. თუმცა, კვლევის შედეგებით სტაპილიზაცია კვლავ ცერ ხერხდება.

„8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინის სივრციდან არის, დანარჩენი კონტაქტები არიან. ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა ახალი დადასტურებული პაციენტი და გვყავს 44 დადასტურებული შემთხვევა, აქედან უცვლელია ჩვენი პაციენტების სტატუსი, ანუ მათი ზოგადი მდგომარეობა. ერთი კრიტიკული პაციენტია, მასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით ჯერჯერობით, პროცესის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ, ამიტომ პროგნოზირება შეუძლებელია, რომ გამოვთვალოთ, მაინც კრიტიკული პაციენტია. კვლავ ერთი გვყავს მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია და ისიც ალბათ გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის პაციენტთა რიცხვში”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული 11 მოზარდიდან 5 გამოჯანმრთელდა და მკურნალობას 6 აგრძელებს, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

„დანარჩენი პაციენტები გვყავს საშუალო და მსუბუქი მდგომარეობის. მოზარდები გვყავდა 11, დატოვა 5-მა პაციენტმა და გვყავს ახლა 6 მოზარდი, მათი მდგომარება დამაკმაყოფილებელია. ამ 13 ახალი გამოჯანმრთელებული შემთხვევიდან 3 ჩვენი გამოჯანმრთელებულია, ჩვენს ცენტრს უკვე 82 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს”, – დასძინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სტატიები