ტურიზმის ინდუსრტიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან

Facebook
Twitter

ტურიზმის ინდუსრტიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ნათია თურნავა აკეთებს.

„ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს გამოვუთავისუფლებთ, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ. ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, გადავადდება 2020 წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას ვპასუხობთ. რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებისთვის, უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ და ყველა სასტუმროსთან მიმართებაში, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, ესაა სასტუმროების 95%-ზე მეტი, ჩვენ მოვახდენთ მათი საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა 6 თვე გაგრძელდება“, – აღნიშნა თურნავამ.

მსგავსი სტატიები